| რუნი "რეალელი" გახდება |
|
|
|
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი უეინ რუნი მალე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდება. "წითელ ეშმაკებს" ბევრი ვალი დაუგროვდათ და ამიტომ მზად არიან წამყვან ფეხბურთელს 84 მლნ. ფუნტად შეელიონ.
2009 წლის 27 დეკემბერს ყოველდღიურმა გამოცემა Marca-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ მომავალი ზაფხულისთვის ფლორენტინო პერესი ვილიას, აგუეროს ან რუნის შეიძენდა.
"მანჩესტერის" ფორვარდი მესამე ვარიანტია აგუეროსა და ვილიას შემდეგ.
დეკემბერში შეუძლებლად ჩანდა უეინის "სამეფო კლუბში" გადმოყვანის საკითხი, რადგან "მანკუნიანელები" კრისტიანო რონალდოს გაშვების შემდეგ სხვა ლიდერს აღარ შეელეოდნენ, მაგრამ ინგლისურ გრანდს ბევრი ვალი დაუგროვდა და მზად არის გაუშვას წამყვანი ფეხბურთელი სარფიან ფასად.
"მანჩესტერი" მიუხედავად იმისა, რომ რონალდო გაყიდა 94 მლნ. ევროდ, მაინც ვერ შეძლო ვალებისგან განთავისუფლება. ახლა ისინი აპირებენ კარგ თანხას გამოჰკრან ხელი და რუნიც "რეალს" დარჩება.
გასულ სეზონში "წითელმა ეშმაკებმა" 34 მლნ. ევრო დაკარგეს. ამიტომ ვარსკვლავების გაყიდვაზე თანახმა არიან.
Daily Express–ი ამტკიცებს, რომ რუნი მხოლოდ "ბლანკოსის" ფეხბურთელი გახდება.
ინგლისელი ვარსკვლავის წასვლის შემდეგ "ოლდ ტრაფორდელები" შესუსტდებიან, მაგრამ ვალების გამო გუნდი მზად არის ყველაფერზე წავიდეს.
რუნის საწყისი ფასი 84 მლნ. ევროა, მაგრამ შემდგომში შესაძლოა ამ ფასმა მოიმატოს. |
|
| ავტორი: mikey..8) 15 იანვარი 2010 სხვა და სხვა |
|
თქვენ არ ხართ საიტის წევრი, გაიარეთ რეგისტრაცია რათა გქონდეთ მეტი ფუნქციები და შესაძლებლობები!
|
| #1 მომხმარებელი: 23ROONEY23 (17 მაი 2010 17:56) |
ჯგუფი: User
რეგ.თარიღი: 1.01.2010
სიახლეები: 0
კომენტარები: 2 |
რა სისულელეაა!! ჯერ კიდევ იანვარი ეგონა მადრიდისტებს რომ ვიდიჩი იქნებოდა მათთან მაგრამ ფეხები! რუნიმ განაცხადა კარიერას მანჩესტერსი დავასრულებო რონალდოსგან განსხვავაებით და ნურევინ იოცნებებს რუნიზე
|
|
| |
| ინფორმაცია |
 |
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება. |