ცნობილია უჩინარი კაცის როლის შემსრულებელი: ოლივერ ჯეკსონ-კოენი

ივლისი 14, 2019

დიდხნიანი ლოდინი დასრულდა. უჩინარი კაცის რიბუთში საკულტო როლს ოლივერ ჯეკსონ-კოენი ითამაშებს. მას ვიცნობთ სერიალიდან ჰილ ჰაუსის მოჩვენებები.

რეჟისორი ლი ვანელი იქნება. ფილმში როლებზე უკვე დამკიცებულები არიან ელიზაბეტ მოსი, ელდის ჰოჯი, ჰარიეტ დეიერი და სტორმ რიდი. გადაღებები ავსტრალიაში ამ თვეს დაიწყება.

თავიდან ფილმში მთავარი როლი ჯონი დეპს უნდა ეთამაშა. დეპი პროექტს 2016 წელს შეუერთდა, როდესაც კინოსტუდიამ “ბნელი სამყაროს“ გმირებზე დაიწყო მუშაობა. ამ სამყაროს პირველი ფილმი ტომ კრუზის მუმია გახლდათ.

ფილმი კინოეკრანებზე 2020 წლის 13 მარტს გამოვა.

thewrap.com

კატეგორია